კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მოციგურავეები ტურინის გრან-პრის ფინალში იასპარეზებენ

 

დღეს, იტალიის ქალაქ ტურინის ოლიმპიურ არენა ” პალაველაზე” სტარტს აიღებს 2019 წლის გრან-პრის ფინალი.

სპორტული ცეკვების კატეგორიაში ფინალში გასულ მსოფლიოს 4 ქვეყნის 6 წყვილს შორის იასპარეზებს ქართველი მოციგურავეები მარია კაზაკოვა და გიორგი რევია, რომლებიც 6 დეკემბერს, მე-6 სასტარტო ნომრით დაასრულებენ წყვილების გამოსვლას რითმულ ცეკვებში.

სპორტული ცეკვებისა და ვაჟების მოკლე და თავისუფალ პროგრამების სამსაჯოდ ტურინში მიწვეულია საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.
ქართველ სპორტსმენებს ტურინში მწვრთნელებთან ერთად ახლავს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი.

 

წყარო – Georgian Figure Skating Federation

EA SPORTS FIFA-ს კვირის გუნდში სილესენი, კარვახალი, იმობილე და სხვები მოხვდნენ (ფოტო)