კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მოფარიკავეების ტრიუმფი კუვეიტის საერთაშორის ტურნირზე

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

კუვეიტის ფარიკაობის კლუბის (Kuwait Fencing Team) ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოფარიკავეების გამარჯვებით დასრულდა.

რაპირაში “ქართულ ფინალში” ლუკა ღაღანიძემ ლაშა გალუაშვილი დაამარცხა, ხოლო დაშნაში ჩემპიონი გიორგი დიდია გახდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირამდე კუვეიტის ფარიკაობის კლუბის მიერ ორგანიზებულ ზამთრის 1-კვირიან კემპში, მონაწილება 5 ქართველმა მოფარიკავემ მიიღო. ადგილობრივ და ეგვიპტელ სპორტსმენებთან ერთად ერთობლივი წვრთნები რაპირისტებმა: ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა, ასევე დაშნით მოფარიკავეებმა: ლადო ხვედელიძემ, გიორგი დიდიამ და საბა ბიწაძემ, მწვრთნელ დავით არველაძესთან ერთად გაიარეს.

 

წყარო – Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

გიორგი შერმადინის 8 წუთი და “ტენერიფეს” მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)