კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მოფარიკავეების შედეგები მადრიდში მსოფლიო თასზე (ფოტო)

მადრიდში მიმდინარე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე საქართველო ოთხი სპორტსმენით წარდგა: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და საბა სულამანიძე. 

ინდივიდუალურ შეჯიბრში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა სანდრო ბაზაძემ, რომელიც საუკეთესო 16 მონაწილეს შორის მოხვდა. ბაზაძე ასპარეზობაში T64-დან ჩაერთო. პირველი მეტოქე, უკრაინელი ანდრეი იაგოდკა ანგარიშით 15-14 დაამარცხა. შემდეგ გერმანელ მატიას შაბოს 15-13 სძლია, T16-ში კი ამერიკელ ელი დერშვიცთან 8-15 წააგო.

მიხეილ მარდალეიშვილი ტურნირს T64-დან გამოეთიშა. მან ბრიტანელ კერტის მილერს 15-8 მოუგო, შემდეგ ამავე ანგარიშით გერმანელ ლუის ბონაჰთან შეხვედრაში გაიმარჯვა. ბოლო ბრძოლა სამხრეთ კორეელ ჯუნჰვანგ კიმთან გამართა და 8-15 დამარცხდა.

ბექა ბაზაძემ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა. უნგრელ იშტვან კოვაჩს 15-10 სძლია, უკრაინელი ანდრეი იაგოტკას ბარიერი კი ვერ დაძლია. შეხვედრა 15-11 დასრულდა. მეოთხე ქართველმა მოფარიკავე საბა სულამანიძემ ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.

დღეს, მსოფლიო თასზე ჯგუფური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს შედეგი ასეთია:

  • T16 – საქართველო – ირანი 41-45
  • T32 – საქართველო – ბელორუსი 45-35
  • 9-16 ადგილისთვის საქართველო ეგვიპტეს 15:00 საათზე დაუპირისპირდება

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

გზა ტოკიოსკენ: გახსნილია რეგისტრაცია ტოკიო-2020 ოლიმპიური თამაშების ბილეთების შესაძენად

  • 14