კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მოფარიკავეების ადგილები FIE-ს განახლებულ რეიტინგში

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

კანადის ქალაქ მონრეალში გამართული გრან პრის შემდეგ, ფარიკაობის საერთასორის ფედერაციის (FIE-ს) რეიტინგი განახლდა და საუკეთესო ათეულში გარკვეული ცვლილებები მოხდა.

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მიუხედავად დაკავებული მე-3 ადგილისა, მე-9 პოზიციაზე დარჩა, თუმცა მის წინ მყოფ მოფარიკავეებთან სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მონრეალში მონაწილეთგან მიხეილ მარდალეიშვილი 51-ე, ბექა ბაზაძე 82-ე, საბა სულამანიძე 255-ე ადგილზე არიან. პარიზის მსოფლიო თასის შემდეგ რაპირისტთა რეიტინგში 107-ე ადგილზეა ლუკა ღაღანიძე, რომელსაც 3 საფეხურით ჩამორჩება და 110-ეა ლაშა გალუაშვილი.

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

ცნობილია საქართველო XV-ის 30-კაციანი შემადგენლობა (ფოტო)