კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი მოფარიკავეები აპრილში 2 მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ

აპრილში ქართველი მოფარიკავეები 2 ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

6-14 აპრილს, პოლონეთის ქალაქი ტორუნი იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპიძლებს.

საქართველოდან, პოლონეთში 11 ხმლით მოფარიკავე იასპარეზებს: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, მარიამ ცუხიშვილი, თამარ ჩარკვიანი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი მერკვილაძე, ლაშა კუჭუხიძე.

26- 28 აპრილს, კი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმლით ფარიკაობაში გრან პრი ჩატარდება, სადაც 5 ქართველი მოფარიკავე გამოვა: ლიკა ჯიჯეიშვილი, თეოდორა კახიანი, სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი.

19-21 აპრილს კი თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის “ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

თბილისის გრან პრი. ნატალია ყიფშიძის პირველი შთამბეჭდავი გამარჯვება (ვიდეო)