კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

წარუმატებელი დღე ევროპის ჩემპიონატზე

Image source: Georgian Judo Federation

 

ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე სშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა. 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძე ასპარეზობდა, რომელიც ჩეხ დანილ პოჩოპს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. შემდეგ ჩეხი ძიუდოისტიც დამარცხდა და ქართველმა დამამშვიდებელ ტურნირში ასპარეზობის შანსი დაკარგა.

81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცი მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიევთან წააგო და ევროპის ჩემპიონატს ისიც გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამავე ევროპის ჩემპიონატზე ლუკა კაპაანაძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

 

წყარო – Ippon.org

 

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მესამედ საუკეთესოდ აღიარეს (ფოტო)