კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ძალოსნები მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისშია

Image source: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძალოსნებს სპორტის მესვეურებმა, გულშემტკივრებმა და ოჯახის წევრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ნაკრებმა მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლების რაოდენობით ქართველი ძალოსნები პირველ  პოზიციაზე გავიდნენ, ხოლო ლაშა ტალახაძე ჩემპიონატის უძლიერეს ძალოსნად დასახელდა.

 

 

წყარო – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

ქართველი ძალოსნების ბრწყინვალე შედეგი დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე