კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი ძალოსანი გოგონას 2016 წელს მიღებული ვერცხლი ოქროთი შეცვალეს და ჩემპიონად გამოაცხადეს

ანასტასია გოტფრიდი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობნაში მოასპარეზე უკრაინელიანასტასია გოტფრიდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონად გამოცხადდა.

2016 წელს ნორვეგიის ფიორდეში ჩატარებულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა მძიმე წონაში ვერცხლის მედლალი მოიპოვა, და ახლა, სამი წლის შემდეგ ოქროდ შეიცვალა.

საქმე ის არის, რომ ფიორდეში ჩემპიონად (ატაცი, აკვრა და ორჭიდის ჯამი) გამოცხადებულ სომეხ რიპსიმე ხურშუდიანს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის ევროპის ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა, რამაც საბოლოო შედეგებში შესაბამისი გადაადგილებები გამოიწვია: ოქროს მედლები გადაეცა მეორე საფეხურზე მყოფ ანასტასია გოტფრიდს, მეორე ადგილზე დაწინაურდა ბრიტანელი მერსი ბრაუნი, ხოლო ბრიტანელის ადგილზე აღზევდა პოლონელი ალეკსანდრა მეჟევსკაია.

შეგახსენებთ, რომ გოტფრიდმა ფიორდეში ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში (113 კგ), აკვრაში (136 კგ) და ორჭიდის ჯამში 249 კილოგრამით ვერცხლის მედლები მოიპოვა, დღეს კი ის ჩემპიონად გამოცხადდა.

ამგვარად, ანასტასია უკვე ევროპის ორგზის (2016 და 2018) ჩემპიონია, ასევე ძალოსნობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი (2017) ქალი საქართველოდან.

წყარო – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

“გურნიკი” გვილიას გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა, “ლუცერნი” დუმს