კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა 125 ათასიანი ტურნირის ფინალში გავიდა

Image source: WTA

 

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობს.

29 წლის ჩოგბურთელმა 125 ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში მეწყვილესთან – რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად მე-2 რეიტინგის მქონე შვედურ-ჩეხურ დუეტს – კორნელია ლისტერი-რენატა ვორაცოვას 3 სეტში – 6:4, 3:6, 16:14 მოუგო.

ამ მომენტში მიმდინარეობს მეორე ნახევარფინალური მატჩი სადაც ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გამოვლინდება.

აღვნიშნოთ, რომ წყვილთა ტურნირის ჩემპიონები 4,839 ევროსა და 160 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

 

წყარო – wtatennis.com

ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი განახლებული რეიტინგით (ფოტო)