კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველების “სან ხოსე” MLS-ის 1/4 ფინალშია – ყაზაიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა (ვიდეო)

ვალერი ყაზაიშვილი შედეგიანი მატჩი MLS-ში

Image source: Vako Qazaishvili ინსტაგრამის გვერდი

 

MLS-ის 1/8 ფინალში გურამ კაშიასა და ვალერი ყაზაიშვილის “სან ხოსე” “რეალ სალტ ლეიკს” შეხვდა და 5:2 ანგარიშით გაანადგურა.

ყაზაიშვილმა ამ მატჩში თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მატჩის 21′-ე წუთზე ანგარიში ვაკოს გადაცემის შემდეგ გაიხსნა, მეორე ტაიმში კი 61‘-ე წუთზე კი თავად ქართველმა ვინგერმა შეაგდო. 27 წლის ქართველის ანგარიშზე MLS ამ სეზონში 6 მატჩი და 2 გოლია.

ყაზაიშვილმა მოედანი 81‘-ე წუთზე დატოვა, ხოლო კაშიამ კი უცვლელად ჩაატარა მატჩი.

 

 

წყარო – SJEarthquakes