კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველების “რუბინმა” ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატა. ვის პოზიციაზე ითამაშებს ახალწვეული?

Image source: Rubin Kazan

 

ყაზანის “რუბინმა” სადაც ქართველი ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ბექა მიქელთაძე თამაშობენ, “კრასნოდარის” ახალგაზრდა თავცამსხმელი ივან იგნატიევი დაიმატა.

გუნდმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. კონტრაქტის თანახმად 21 წლის ცენტრალური თავდამსხმელი გუნდს 2 იანვარს შეუერთდება და მის ღირსებას 2024 წლის მაისამდე დაიცავს. ტრანსფერის ღირებულებამ 7 მილიონი ევრო შეადგინა.

საინტერესოა, თუ რამდენად იმოქმედებს ეს ტრანსფერი ქართველი ლეგიონერების თამაშზე რუსულ კლუბში. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს 22 წლის ბექა მიქელთაძე, რომელმაც ამ სეზონში 19 ჩატარებული მატჩიდან 11-ში მიიღო მონაწილეობა და 1 გატანილი გოლი აქვს.

კრასნოდარის” ყოფილმა ფორვარდმა გუნდის შეცვლა სწორედ ნაკლები სათამაშო დროის მიზეზით გადაწყვიტა და საკმაოდ დიდი ამბიციებით მოდის. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი შემადგენლობაში თამაშია და სატურნირო ცხრილში გუნდის პოზიციის არამარტო გაუმჯობესება, არამეტ ლიდერებში გაყვანაა.

შეგახსენებთ, რომ 19 მატჩის შემდეგ “რუბინი19 ქულით გასავარდნ ზონაში – მე-13 ადგილზეა.

წყარო – rubin-kazan.ru

“გარიგება ეშმაკთან”. ზლატანმა “მილანში” დაბრუნება თავისებურად დააკომენტარა (ფოტო)