კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველების “როტორი” დამარცხდა და დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა (ვიდეო)

დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა

Image source: Rotor FC

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების „როტორი“ საკუთარ მოედანზე „ტამბოვთან“ 0:2 დამარცხდა.

ზურიკო დავითაშვილმა 77 წუთი ითამაშა და ბექა მიქელთაძემ შეცვალა, საბა კვირკველია თადარიგში იყო, ხოლო ნიკა ყიფიანი განაცხადში არ ყოფილა. დავითაშვილს, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.

მან 28-ე წუთზე სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა, როცა ანგარიში 0:0 იყო. მანამდე კი შორეული დარტყა ძელს გაარტყა.

„როტორს“ მხოლოდ 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მყარად ბოლო, მე-16 ადგილზეა.

 

 

წყარო – Rotor FC

 

ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი გოლები გაიტანა (ვიდეო)