კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველების გარეშე ქეცბაიას “ანორთოსისს” გაუჭირდა

Image source: anorthosisfc

 

კვიპროსის თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩი ჩაატარა თემურ ქეცბაიას გაწვრთნლმა „ანორთოსისმა“, რომელიც ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა.

გეტყვით, რომ ფამაგუსტელთა ოთხი ქართველიდან მხოლოდ ბუბა დაუშვილმა ითამაშა, 90 წუთი. თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია განაცხადში არ ყოფილან, ხოლო ნიკა კაჭარავა თადარიგში დარჩა. ლორიამ ჩემპიონატის ბოლო მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ არ უთამაშია.

ქართველების გარეშე კი, „ანორთოსისს“ გაუჭირდა და მეტოქეს ვერ აჯობა – ფრე 0:0.

მეოთხედფინალისტის ვინაობას საპასუხო მატჩი გაარკვევს, რომელიც 29 იანვარს, „ანორთოსის“ საშინაო არენაზე გაიმართება.

 

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა თამაშის მოგება 22 იტალიელ ულამაზეს მოდელთან ერთად იზეიმეს (ფოტო)