კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველების “ანორთოსისმა” კვიპროსში “ეთნიკოსი” დაამარცხა. ქეცბაიას გუნდი წაუგებელ სერიას აგრძელებს

Image source: anorthosisfc.com.cy

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში “ანორთოსისმა” ახნას “ეთნიკოსი 2-1 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიას გუნდში სასტარტო შემადგენლობაში ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა უცვლელად ითამაშეს. ნიკა კაჭარავა 71-ე წუთზე შეცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მოედანზე 77 წუთი გაატარა და პენალტი მოიპოვა.

ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ “ანორთოსისი21 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. მისი უახლოესი მდებარია “ომონია“, რომელსაც ამდენივე ქულა აქვს, თუმცა ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. ქეცბაიას გუნდს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგია. კვიპროსულმა კლუბმა 9 მატიდან 6 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 30 ნოემბერს სტუმრად “აეკ ლარნაკასთან” გამართავს.

წყარო – anorthosisfc.com.cy

ცნობილია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა წლის ბოლო საერთაშორისო ტურნირზე