კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველების “ანორთოსისის” მორიგი გამარჯვება – ამჯერად გათამაშების ფავორიტთან! (ვიდეო)

Image source: Goal News Cy

 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში ქართველების „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

თემურ ქეცბაიამ გიორგი ლორია და ბუბა დაუშვილი თავიდან ბოლომდე ათამაშა, ნიკა კაჭარავა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილმა 88 წუთი ითამაშა.

მატჩის ერთადერთი გოლი კი, 63-ე წუთზე ტეოდოროს ვასილაკაკისმა გაიტანა და ფამაგუსტელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

„ანორთოსისს“ 36 ქულით პირველი ადგილი უკავია და უახლოეს მდევარ „ომონიას“ 4 ქულით სჯაბნის, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“დინამოს” მეორე ადგილი ბერლინში – იაშვილი და ლომაია საუკეთესოებად აღიარეს