კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართველები კვიპროსში – ლორიას ეფექტური სეივები, კაჭარავას საგოლე პასი და ოქრიაშვილის დაბრუნება (ვიდეო)

Image source: Kerkida.net

 

კვიპრისის ჩემპიონატის მე-9 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „ნეა სალამისთან“ ფრეს გამორჩა. შეხვედრა საინტერესო გამოდგა და უხვგოლიანი გამოდგა (2:2).

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მაგრამ მალევე ნიკა კაჭარავას პასით რაიომ გაათანაბრა. 46-ე წუთზე მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ბოლო ერთ თვეში პირველად ითამაშა. თორნიკე აქტიური იყო, მეორე გოლში, რომელიც მისმა გუნდმა გაიტანა, მონაწილეობა მიიღო, ხოლო შემდეგ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, მაგრამ ოდნავ ააცილა კარს.

ასევე შესანიშნავი თამაში ჰქონდა გიორგი ლორიას, რომელმაც რამდენიმე ეფექტური სეივი შემოგვთავაზა. ბუბა დაუშვილს რაც შეეხება, ის მხოლოდ 88-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

„ანორთოსისს“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

 

ქართველების მომენტები და მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

სერია A-ში “ინტერი” გალიდერდა (ვიდეო)