კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველი ცენტრის MVP მაკფადენის “ბურგოსის” წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

შერმადინის გუნდმა შინ ბურგოსი დაამარცხა

Image source: Lenovo Tenerife ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის ლიგა ენდესას პლეი-ოფის 1/4-ფინალური სერიის პირველ მატჩში 86:78 ანგარიშით ტად მაკფადენის “ბურგოსი” დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა.

შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:06 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, ხოლო მაკფადენმა პარკეტზე 9 წუთი გაატარა და შეხვედრა უქულოდ დაასრულა.

ქართველ ცენტრს ორივე გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი 24 ინდექსი დაუგროვდა და მატჩის MVP გახდა.

აღვნიშნოთ, რომ ლიგა ენდესას პლეი-ოფის 1/4-ფინალური სერია 2 მოგებამდეა, ხოლო შემდეგი შეხვედრა ბურგოსში დღეს გაიმართება.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net