კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ქართველ მოციგურავეთა წყვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

კაზაკოვა და რევია მსოფლიო თასზე ვერ იასპარეზებენ

Image source: Getty Images

 

24 მარტს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული, თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, სერიოზული სამზადისი დაიწყო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტარტის – 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

ქართველ მოციგურავეთა გუნდის სპორტული წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მსოფლიო თასში ვერ იასპარეზებენ.

“სამწუხაროდ, ჩვენ ჯანმრთელობის გამო 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მივიღებთ მონაწილეობას.

მადლობა მათ, ვინც წერს, ინტერესდება და ღელავს!

უბრალოდ ყველას მინდა ვუთხრა: თავს გაუფრთხილდით და არასოდეს დანებდეთ” , – დაწერა კაზაკოვამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

აღვნიშნოთ, რომ ქართველ მოციგურავეთა გუნდს შეემატა ახალი სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი.

 

 

წყარო – ᗰᗩᖇI KᗩᘔᗩKOᐯᗩ

 

 

 

 

 

 

მიხეილ აშვეთია: “მოედანზე ვნახე ჩემი გუნდის შესაძლებლობა რას წარმოადგენს” (ვიდეო)