კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ქართველ ხარს” კორონავირუსი დაუდგინდა. კონსტანტინე ჯანაშია WORLD’S STRONGEST MAN-ს გამოტოვებს

ქართველი ხარი, კონსტანტინე ჯანაშია

Image source: Konstantine Janashia

 

ქართველმა სტრონგმენის, კონსტანტინე ჯანაშიას, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამის გამო “ქართველი ხარი” სტრონგმენთა მსოფლიოს 2020 წლის მთავარ ტურნირზე – WORLD’S STRONGEST MAN-ზე ვერ იასპარეზებს. გარდა ამისა, ჯანაშიამ შეჯიბრების წინ ტრავმაც მიიღო. ქუთაისელი სპორტსმენი ძალებს მომავალი წლის შეჯიბრებებში მოსინჯავს.

World’s Strongest Man არის ყოველწლიური ტურნირი, რომელიც წელს 11-15 ნოემბერს აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბრეიდენტონში ჩატარდება.

Dear friends, today I received results for my Covid-19 test and unfortunately it was positive, because of that I won’t…

Posted by Konstantine Janashia on Friday, November 6, 2020

 

ცნობილია ილია თოფურიას მომავალი მეტოქე UFC-ში