Image source: AGMK Football Club ინსტაგრამის გვერდი
უზბეკეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ქართველი ლეგიონერების „აგმკმ“ „ანდიჟანს“ უმასპინძლა და ადვილად 4:0 ანგარიშით დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერები მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. ქართველი თავდამსხმელი მათე ვაწაძის შეხვედრის 24′-ე წუთზე საგოლე გადაცემის ავტორი გახდა, ხოლო 42‘-ე წუთზე თავური დარტყმით მატჩის მესამე გოლი გაიტანა. ელგუჯა გრიგალაშვილმა მოედანი 73‘-ე წუთზე დატოვა, ხოლო მათე კი 83‘-ე წუთზე შეიცვალა.
ANDIJON — AGMK 1:3
Mate Vatsadze ⚽️ @FCAGMK @pfl_uz https://t.co/FB38Os09vS— Edmon Gevorgian (@MondeEdmon) November 25, 2020
ქართველების გუნდს 45 ქულა დაუგროვდა და უზბეკური სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.
ვიდეობი
ფოტოები