კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ქართული ფეხბურთის ტრიო” მილანის სპორტული ფილმების ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს

ძმებ არველაძეების შესახებ გადაღებული დოკუმენტური კინო, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში, საუკეთესოდ აღიარეს

Image source: arveladzefound.org

 

2020 წლის, მილანის სპორტული ფილმების ფესტივალზე ძმებ არველაძეების შესახებ გადაღებული დოკუმენტური კინო, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში, საუკეთესოდ აღიარეს.

რიგით 38-ე საერთაშორისო ფესტივალი 7-11 ნოემბერს, იტალიის ქალაქ მილანში შედგა და მასში მონაწილეობა 123 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. ძმებ არველაძეების შესახებ, დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “ქართული ფეხბურთის ტრიო” რეჟისორმა გოგი თორაძემ გადაიღო. ფილმი ეხება რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეების განვლილ საფეხბურთო გზას, ადრეული ასაკიდან კარიერის საუკეთესო პერიოდის ჩათვლით.

ხსენებული კინოფესტივალი სპორტული ფილმებისა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ, 1983 წლიდან ტარდება. ორგანიზაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ არის აღიარებული. ფილმის პრემიერა 30 ნოემბერს, არველაძეების ფონდის გვერდზე შედგება.

 

 

წყარო – arveladzefoundation

 

 

 

 

თედო აბჟანდაძე: “ვფიქრობ, ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ”