კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქართული დუელი NBA-ში: სანდრო მამუკელაშვილის გუნდი გოგა ბითაძის “პეისერზე” ძლიერი აღმოჩნდა

ბითაძე მამუკელაშვილის წინააღმდეგ

Image source: Getty Images

 

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” და სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაკსი” შეხვდნენ. მატჩი ინდიანაპოლისში გაიმართა, რომელიც მილუოკელთა გამარჯვებით – 119:109 დასრულდა.

აღსანიშნავია ის, რომ გოგასთვის ეს NBA-ში საიბულიეო, მე-100 შეხვედრა იყო.

ბითაძემ „ბაკსის“ წინააღმდეგ 17:40 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 7 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

მამუკელაშვილმა NBA-ის ზედიზედ მე-4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სანდრომ პარკეტზე 9:54 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულისა და 3 მოხსნის (1 შეტევაში) დაგროვება მოასწრო.

მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – მის ანგარიშზე 30 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასია.

გოგას „ინდიანა პეისერსს“ ამ სეზონში, 4 მატჩიდან 3 წაგება აქვს, „მილუოკი ბაკსს“ კი 4-დან 3 მოგება.

 

 

 

წყარო – nba.com

 

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების პირველი გამარჯვება 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში