კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კარლო ანჩელოტის პირველი წაგება “ევერტონში” (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში პეპ გვარდიოლასა და კარლო ანჩელოტის დაპირისპირება შედგა. მას შემდეგ, რაც იტალიელმა „ევერტონი“ ჩაიბარა, დაუმარცხებელი იყო – ორიდან ორი მოგება.

თუმცა, „ქალაქელებთან“ ანჩელოტიმ „ევერტონის“ მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი განიცადა.

მატჩის გმირი გაბრიელ ჟესუსი გამოდგა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბრაზილიელის დუბლს მისმა თანამემამულე რიჩარლისონმა ერთი გოლით უპასუხა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ გადაარჩინა.

„სიტის“ 44 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 25 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ევერტონი“ 2:1

გოლები: 1:0 გაბრიელ ჟესუსი (51), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (58), 2:1 რიჩარლისონი (71)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“რეალმა” სადიო მანეს ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო