კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“კარანტინის სიმბოლური ნაკრები” ჯეიმს მილნერის ვერსიით (ვიდეო)

Image source: Liverpool FC

 

ლივერპულის” ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, რომელიც ამ წუთას კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, მორიგი სახალისო ვიდეო გაავრცელა.

ინგლისელმა შეადგინა სიმბოლური ნაკრები კარანტინში მყოფი ფეხბურთელებისგან. მის გუნდში მოხვდნენ რეალური ფეხბურთელები, რომლებიც მან სხვადასხვა ნივთების გამოყენებით წარმოადგინა.

თითოეული ნივთი კონკრეტული ფეხბურთელის სახელს უკავშირდება. მაგალითად ჯო ჰარტი მან გულის (heart) მეშვეობით წარმოადგინა, კაილ უოლკერი – კაბელი (Cabel), ტრევორ ჩერი – ბალის იოგურტი (Cherry), დავიდ სილვა – მონეტა (silver), ტიერი ანრი – ანრის სახელის მტვერსასრუტი, ფერნკ ლემპარდი – ლამპი (Lamp), ბრედ ფრიდელი – პური (bread), გაბრიელ ჰაინცი – კეტჩუპი (Heinze) და მთავარი მწვრთნელი – ფაბიო კაპელო – კეპი (cap).

 

წყარო – James Milner Twitter

“მილანის” ტვიტერის გვერდმა კალაძის საოცარი გოლი გაიხსენა (ვიდეო)