კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კარაგერი: “ემიუს პოგბას გაყიდვა მოუწევს”

კარაგერი იუნაიტედის ფრანგი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა

Image source: dailymail

 

“ლივერპულის” ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” უნდა პოლ პოგბა გაყიდოს.

“პოლი “იუნაიტედში” არასდროს კარგად არ უთამაშია. მე “წითელი ეშმაკების” მწვრთნელის ადგილას ძირითადში არ შევიყვანდი. მის სანაცვლოდ ბევრი ფული გადაიხადეს, მაგრამ პოგბას საუკეთესო ფეხბურთელად არ ვთვლი.

მე მისგან უფრო მეტს ველოდი. ვფიქრობდი, რომ პოლი ითამაშებდა როგორც ლემპარდი “ჩელსიში”, ჯერარდი “ლივერპულში” ან იაია ტურე “მანჩესტერ სიტიში”, – განაცხადა კარაგერმა.

აღვნიშნოთ, რომ ჯეიმი კარაგერმა თავისი საფეხბურთო კარიერა “ლივერპულში” (1996-2013წლები) გაატარა.

 

წყარო – dailymail.co.uk

 

 

 

 

 

კრისტიან ვიერიმ “ინტერს” “ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდის ყიდვა ურჩია