კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კაპელომ კარიერის სინანული დაასახელა: “შეეძლო დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო, მაგრამ არ დამიჯერა”

Image source: getty images

 

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ანტონიო კასანო მისი კარიერის მთავარი სინანულია. გარდა ამისა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარდაქმანაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩემი კარიერის ყველაზე დიდი სინანული? ანტონიო კასანო. ვერ ვაქციე იმ ფეხბურთელად, რისი პოტენციალიც ჰქონდა, ბევრს ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. ცოტა ხნის წინ მის მეუღლეს შევხვდი და ვკითხე, რატომ არ დაქორწინდა მასზე, როდესაც ანტონიო 21 წლის იყო. უფრო ადვილი იქნებოდა მისი მართვა.

იბრაჰიმოვიჩს რაც შეეხება, როდესაც „იუვენტუსში“ მოვიდა, მხოლოდ გართობისთვის თამაშობდა, ვუთხარი, რომ საცირკო წარმოდგენები დაევიწყებინა და გოლების გატანაზე ეფიქრა, რაც მანამდე არ აინტერესებდა. ახლა ვხედავთ, რომ 38 წლის ასაკშიც მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ ეს მისი დამსახურებაა, მე ვურჩიე და მან გაითვალისწინა“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო იბრაჰიმოვიჩის მწვრთნელი „იუვენტუსში“, ხოლო კასანოს „რომასა“ და „რეალში“ იყო.

 

წყარო – Corriere Dello Sport

 

ბაბუა – მადრიდისტა, მამა კი “ბარსას” მოთამაშე. მარკოს ალონსოს ოჯახის საინტერესო ისტორია