კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კაპელო ძალიან საინტერესო იდეით გამოვიდა ოქროს ბურთთან დაკავშირებით: “მესი სხვაგანაა”

Image source: Italsportpress

 

იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იდეა გამოთქვა, რომ ლიონელ მესის ოქროს ბურთი ცალკე გადასცენ და სხვა ფეხბურთელებს ცალკე.

კაპელოს განცხადებით, მესი უკონკურენტოა და ამიტომ საჭიროა მეორე ოქროს ბურთის დაწესება, რომელსაც მის გარეშე მიიღებს მას შემდეგ საუკეთესო მოთამაშე.

„მიეცით მას სპეციალური ოქროს ბურთი ყოველ წელს და ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ ვინ არის საუკეთესო მის გარეშე. გამოსავალი მარტივია, საკმარისია დავეთანხმმოთ, რომ მესი სხვა კატეგორიაშია, უკონკურენტოა“ – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ცოტა ხნის წინ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო.

 

 

ცნობილია “ბარსელონა” – “რეალის” მატჩის მთავარი მსაჯი