კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ქალთა ფეხბურთი – ლანჩხუთის ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ლანჩხუთის სავარაუდო მეტოქეები

Image source: ქსკ ლანჩხუთი

 

ქალთა ფეხბურთში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ უდიდეს წარმატებას მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.

ლანჩხუთელებმა პირველ ეტაპზე ყაზახეთში „ოქჟეტპესი“ სტუმრად დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხატია ჭყონია იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში კი მან დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. „ლანჩხუთი“ ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც 18 ან 19 ნოემბერს ითამაშებს, ხოლო მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არაა.

„ოქჟეპტესი“ – „ლანჩხუთი“ 1:2

გოლები: 1:0 ნურუშევა (5), 1:1 ჭყონია (62), 1:2 ჭყონია (95)

 

წყარო – Gff.ge

 

კვიპროსში ბუბა დაუშვილმა ბრწყინვალე საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)