კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კალათბურთში საქართველოს თასის მონაწილე გუნდები მერვედფინალში დააწყვილდენ

Image source: gbf.ge

 

კალათბურთში საქართველოს თასის მე-18 გათამაშება 25 დეკემბერს დაიწყება.

კენჭისყრის შედეგად გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ. თასის გათამაშებაში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას – 11 სუპერლიგის და 5” ლიგის წარმომადგენელი.

მერვედფინალსა და მეოთხედფინალში სერიები 2-მატჩიანი იქნება. 2 შეხვედრის ჯამში რომელი გუნდიც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა.

პირველად, ქართული კალათბურთის ისტორიაში წამყვან ტურნირზე პირველად გათამაშდება ოთხთა ფინალი. თასის გათამაშების 4 საუკეთესო გუნდი ოთხთა ფინალის ფორმატით ერთმანეთში საუკეთესოს გამოავლენს. შესაბამისად, ნახევარფინალები და ფინალი თითო მატჩიანი იქნება. მერვედფინალის კალენდარი ცნობილია, ხოლო მეოთხედფინალი იანვრის თვეში გაიმართება. ოთხთა ფინალის გამართვის თარიღები თებერვალში დადგინდება.

წყარო – gbf.ge

შერმადინის ბრწყინვალე ჩატენვა ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მომენტებშია (ვიდეო)