კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კალაძე: “კიდევ ერთი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება” (ფოტო)

Image source: კახა კალაძის ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს დედაქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლა მიულოცა.

“კიდევ ერთი გამარჯვება და ქართული ფეხბურთის მორიგი წარმატება – თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ასევე, გამარჯვებით დასრულდა „დინამო თბილისის” შეხვედრა უელსის ჩემპიონ „ქონას ქი ნომედსთან“ და „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას. გილოცავთ!
“, – დაწერა დედაქალაქის მერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კახა კალაძის მილოცვა

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოსკოვის „დინამოს“ „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლა და 2:1 მოიგო, ხოლო „დინამო თბილისი“ რექსემში, „რეისქურს გრაუნდზე“ უელსის ჩემპიონ „კონას კის“ ესტუმრა და 0:1 დაამარცხა.

 

 

 

წყარო – Kakha Kaladze

 

 

 

 

 

გიორგი გახარიამ “ლოკომოტივსა” და “დინამოს” ევროთასებზე გამარჯვება მიულოცა (ფოტო)