კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახი კახიაშვილი: “პირობას გაძლევთ და გარანტიასაც, ლაშა არსად წასვლას არ აპირებს”

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ყოფილი ძალოსანი გიორგი ასანიძე

Image source: Kakhi Kakhiashvili ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა პირველ არხთან განაცხადა, რომ ქართველი ძალოსნები ნებართვას ელიან, შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორორისო ტურნირებისთვის მზადება რომ დაიწყონ.

“ყველა სპორტსმენი ჯერ ინდივიდუალურად თავის პირად მწვრთნელთან ემზადება – სახლის პირობებში, როგორც ეს არის შესაძლებელი. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 4 დიდი ტურნირია დაგეგმილი – ევროპის ჩემპიონატი დიდებში, ახალგაზრდებსა და იუნიორებში, ასევე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი. იმედია, მალე ჩავდგებით მწყობრში და სავარჯიშო-პროფესიონალურ ვითარებას დავუბრუნდებით.

რაც შეეხება ლაშა ტალახაძის განცხადებას. ბოლო წლებში სპორტის მიმართ მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეიცვალა, განსაკუთრებით ძალოსნობის მიმართ. ახლა ჩვენ უმაღლესი დონის მხარდაჭერა გვაქვს, ისეთი, როგორიც არასოდეს გვქონია. პირობას გაძლევთ და გარანტიასაც, ლაშა არსად წასვლას არ აპირებს, ყოველთვის საქართველოს დროშას აღმართავს და ქართველ ხალხს კიდევ ბევრჯერ გაახარებს”, – ამბობს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

 

წყარო – 1tv.ge

ლაშა ტალახაძე: “ჩემთვის მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობაა მისაღები”