კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახი კახიაშვილი: “ჩვენი თხოვნაა მოგვეცეს უფლება ვივარჯიშოთ სრულყოფილად და პროფესიონალურად” (ვიდეო)

 

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა საქართველოს მთავრობას ვიდეომიმართვა გაუგზავნა. კახიაშვილი სპორტულ ბაზაზე ნაკრების ვარჯიშების განახლებას ითხოვს.

 

“ვეთანხმებით და ვიზიარებთ მთავრობის რეგულაციებსა და მოთხოვნებს კარანტინთან დაკავშირებით. პირვლივე ეტაპზე ჩვენ შევწყვიტეთ როგორც შეკრებები, ასევე შეჯიბრებები, ვიმყოფებით სახლის პირობებში და ვცდილობთ შეძლებისდაგვარად ინდივიდუალურად ვივარჯიშოთ.

ჩვენი სპორტული სახეობა არის არაკონტაქტუი. თხოვნა გვექნება ასეთი, რომ როდესაც დაიწყება კარანტინის მოხსნის ეტაპები, მოგვეცეს უფლება, რათა ჩაკეტილ სივრცეში, რომელიმე სპორტულ ბაზაზე კარანტინის მოთხოვნების დაცვით და სოციალური დისტანციის დაცვით, შემოწმებებით იმ ოლიმპიურ ნაკრებს, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვი, ევროპის ჩემპიონატისთვის ( წელს – ნოემბრის თვეში ) ემზადება, ჩავატაროთ შეკრება, რათა ძალიან არ ამოვარდეთ სპორტული ფორმიდან, რომელიც შესაძლოა შედეგებზე კატასტროფულად აისახოს, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი სპორტულად მოწინააღმდეგე ქვეყნები უკვე ემზადებიან. ზოგიერთ ქვეყანას მოხსნილი აქვს მკაცრი საკარანტინო ზომები და ისინი ატარებენ შეკრებებს.

საბოლოო ჯამში ჩვენ დავეთანხმებით ჩვენი მთავრობის მოთხოვნებს, თუ კარანტინი გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი თხოვნაა, რომ კარანტინის დაცვის პირობებში მოგვეცეს უფლება ვივარჯიშოთ სრულყოფილად და პროფესიონალურად”, – განაცხადა კახი კახიაშვილმა.

Gepostet von Kakhi Kakhiashvili am Mittwoch, 29. April 2020

 

 

 

 

წყარო – Kakhi Kakhiashvili

 

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა-თხოვნა საქართველოს მთავრობას