კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახაბერ მახარაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა უზბეკეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინეს

უზბეკეთის სუპერლიგის მე-15 ტურში კახაბერ მახარაძისსოგდიანამ” სტუმრად “კოკანდ 1912“-ს 2-1 მოუგო. მატჩში გამარჯვების გოლი ქართველმა ნახევარმცველმა 63-ე წუთზე გაიტანა.

ამ სეზონში 14 ჩატარებული მატჩიდან მახარაძის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

ამავე ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბმა “აგმკ ალმალიკმა“, სადაც ელგუჯა გრიგალაშვილი თამაშობს, საკუთარ კედლებში ბეკაბადის “მეტალურგი” მიიღო და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა. საკუთარი გუნდი წაგებას სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გადაარჩინა, რომელმაც 2:1 ანგარიშის დროს 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გრიგალაშვილმა 14 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წყარო – UZ Football

ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინში” თვის საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)