კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა ცხადაძე: “თავის ქვეყანაში “ნეფთჩი” ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც “დინამო” საქართველოში”

წილისყრის შემდეგ კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგად გაირკვა თბილისის “დინამოს” მეტოქის ვინაობა. დედაქალაქური გუნდი 6/7 და 13/14 ივლისს ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება.

წილისყრის შემდეგ დინამოელთა თავკაცმა კახა ცხადაძემ კომენტარი ფეისბუქ გვერდთან გააკეთა:

“ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც დინამო საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რათქმაუნდა ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია, ჩვენი ამოცანაა კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის.

ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ”, – განაცხადა ცხადაძემ.

მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით ცნობილი გახდება, ხოლო პირველ მატჩს კი თბილისელები სახლში გამართავენ.

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

 

 

 

 

საქართველო – შოტლანდია მატჩის ბილეთები გაყიდვაშია