კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა ცხადაძე: “საკმაოდ რთული მატჩი გველის, “მაკაბი” ძალიან ძლიერი გუნდია”

კახა ცხადაძის მატჩისწინა პრესკონფერენცია

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

დღეს, “დინამო თბილისი” უეფას კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს “მაკაბი ჰაიფასთან” “დინამო არენაზე” გამართავს. შეხვედრის წინ, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.

“სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ცუდად არ ვითამაშეთ, თუმცა მარცხი ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა. “ნეფთჩის” მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გაპატიებენ.

“ნეფთჩისთან” არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია შევეკამათო. აქედან გამომდინარე, “მაკაბისთან” 2-რაუნდიანი დაპირისპირება არის შანსი, რომ “დინამო თბილისის” ფეხბურთელებმა გულშემატკივარს ეს მტკივნეული მარცხი დაავიწყონ.

საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც როინ კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულებულიყო. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მინდა მას მომავალში წარმატება ვუსურვო.

“მაკაბი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაც დიდი ხანია ერთად თამაშობს და საკმაოდ რთული მატჩი გველის. მათ ჩემპიონატი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და ასეთი ტიპის მეტოქეს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თამაში თავზე მოგვახვიოს. ინიციატივა ხელში მეტოქემ არ უნდა აიღოს. ინდივიდუალური შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საინტერესო თამაში გველის” , – განაცხადა კახა ცხადაძემ.

მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო – fcdinamo.ge

 

 

 

 

 

 

 

“პსჟმ” 2021/22 წლების სეზონის გასვლითი მატჩების ფორმა წარადგინა (ვიდეო)