კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა ცხადაძე ყაზახურ კლუბს ტოვებს

ცხადაძე ორდაბასს ტოვებს

Image source: Ordabasy FC

 

კახა ცხადაძე ყაზახური „ორდაბასის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გადაწყვეტილება კლუბთან შეთანხმებით მიიღო, თუმცა სად გააგრძელებს მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.

„მეც და კლუბმაც გადაწყვეტილება მივიღეთ. „ორდაბასთან“ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, რაც მივიღე. სამ კვირაში საქართველოში დავბრუნდები და ახალ გუნდზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“ – განაცხადა „პირველ არხთან“ ინტერვიუში ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე „ორდაბასს“ 2018 წლიდან წვრთნის. მანამდე მას საქართველოს ნაკრებში, ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებში უმუშავია.

 

წყარო – 1TV.ge

 

ცხადაძე: “კანკავას და კვეკვესკირის ნაკრებში გამოსაშვებად შეიძლება მთავრობის ჩარევა გახდეს საჭირო”