კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატში ტურის მწვრთნელად დასახელდა

 

ყაზახეთის “ორდაბასის” მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე ქვეყნის ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

ტობოლი” – “ასტანას” გადადებული მატჩის გამართვის შემდეგ ინტერნეტ-პორტალმა Sports.kz ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და 51 წლის ქართველი სპეციალისტი გამოარჩია.

მე-4 ტურში ცხადაძისა გაწვრთნილი გუნდი სტურმად “ჟეტისუს” შეხვდა და ორი გაშვებული ბურთის შემდეგ ანგარიშით 3:2 მოგება შეძლო.

ჯერ კიდევ პირველ 45 წუთში გაშვებული გოლების გამო, 0:2-ის გაბათილება არცთუ იოლია, თამაშის მოგება კი – ლამის შეუძლებელი. კახა ცხადაძემ შეძლო და თავისი შეგირდები, ასეთ რთულ პირობებში, მოსაგებად სათანადოდ განაწყო“, – წერს საიტი.

ყაზახეთის მე-4 ტურის სიმბოლური გუნდი

წყარო – sports.kz

ფაბრიციო რომანო: “ლუის სუარესი მოახლოებულ დღეებში “ბარსელონას” დატოვებს”