კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა ცხადაძე: “გუნდურად „მაკაბიმ“ ვერ გვაჯობა – ფეხბურთელები შიშით თამაშობენ, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია

ცხადაძის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, “დინამო არენაზე” უეფას კონფერენც ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩში თბილისის “დინამომ ” “მაკაბი ჰაიფასთან” 1:2 ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ მატჩი შეაფასა.

“გულდაწყვეტილი ვარ და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. გუნდურად „მაკაბიმ“ ვერ გვაჯობა, მაგრამ კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და მათ ხარჯზე მოიგო.

ეს კი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა – ინდივიდუალური ოსტატობა გვაკლია. პასების უმეტესობა არაზუსტია, რაც ოსტატობის ნაკლებობაზე მეტყველებს. ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს იმ დონეს, რაც „დინამოს“ სჭირდება.

ფეხბურთელები შიშით თამაშობენ, ეს ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. „ნეფთჩისთანაც“ და „მაკაბისთანაც“ საჯარიმოში ბევრჯერ შევედით, თუმცა შემდეგ ყველაფერი ფეხბურთელების კლასზეა დამოკიდებული…

გაძლიერებას თუ ვაპირებთ? ფეხბურთელების დამატება გვსურს, თუმცა სატრანსფერო „ფანჯარა“ დახურულია და მხოლოდ თავისუფალ აგენტს დავიმატებთ. „დინამო თბილისი“ ისევ გამორჩეული გუნდი რომ გახდეს, საამისოდ კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი”, – კახა ცხადაძე.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ჰაიფაში 29 ივლისს გაიმართება.

 

 

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

რუსმა კომენტატორმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო: “არაორდინალური, მამაცი და თანამედროვე” (ფოტო)