კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა ცხადაძე: “გუნდის აკადემიის აღზრდილები უნდა გახდნენ ლიდერები სხვადასხვა პოზიციებზე”

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის “დინამოს”და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შორის შედგა ახალი შეთანხმება. ახალი შეთანხმების მიხედვით 53 წლის სპეციალისტი “დინამოში” 2023 წლამდე იმუშავებს.

კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

“დინამო თბილისიდან ადრეულ ასაკში არ მოხდება ფეხბურთელების გადინება. ეს არის ჩვენი მთავარი შეთანხმება კლუბის ხელმძღვანელობასთან.

ალექსანდრეს დაწერილი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმას გულისხმობს, რომ აკადემიის აღზრდილები უნდა გახდნენ ლიდერები სხვადასხვა პოზიციებზე, უნდა გაიარონ ყველა საფეხური და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდნენ ევროპის მაღალი დონის გუნდებში”, – განაცხადა “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ.

აღვნიშნოთ, რომ კახა ცხადაძე დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა.

 

 

 

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi