კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა ცხადაძე: “ჩემი ინფორმაციით, ქეცბაიას საქართველოს ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს”

ქეცბაიას კომენტარი

Image source: anorthosisfc

 

ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა თემურ ქეცბაიას შესთავაზეს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაიუწყებლის სპორტულ გადაცემა “ტაიმ-აუტში” ისაუბრა.

„ჩემს შესახებ გადაწყვეტილება (ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებში და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს, ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით „დინამო“ უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს 2010-2014 წლებში, ხოლო კახა ცხადაძე 2015-2016 წლებში წვრთნიდა.

საქართველოს ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდაა, ხოლო თემურ ქეცბაია ფამაგუსტას “ანორთოსისში” მუშაობს.

 

წყარო – 1Tv.ge

 

მერაბ შარიქაძე: “რუსები ისევ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ”