კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა კალაძე: “რასაც მე დღეს მივაღწიე, ეს იტალიისა და “მილანის” დამსახურებაა”

კახაბერ კალაძის სიტყვები იტალიურ გამოცემაში

 

მილანისა” და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ იტალიურ გამოცემა Avvenire-სთან თავისი კარიერის იმ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მან იტალიაში გაატარა.

“რასაც მე დღეს მივაღწიე, ეს იტალიისა და “მილანის” დამსახურებაა. “მილანში” ჩვენ გვქონდა გამარჯვებულის მენტალიტეტი და ძალიან მინდა, ეს მენტალიტეტი გამოვიყენო პოლიტიკაშიც.

დღევანდელი “მილანი” არის გუნდი, რომელსაც განვითარება შეუძლია. ჯენარო გატუზო შესანიშნავად მუშაობს. დიდი იმედი მაქვს, რომ “მილანი” სერია A-ს ოთხეულში მოხვდება და მერე ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს.

მილანს” თავისი დამახასიათებელი ნიჭი და ხასიათი აქვს. შეიძლებოდა, წაგვეგო შედარებით სუსტ გუნდთან, მაგრამ მუდამ ვიცოდით, თუ როგორ უნდა მოგვეგო გადამწყვეტ მატჩებში.

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო,  როცა “ინტერს” გავუტანე. “ინტერი” ჩვენი მთავარი მეტოქე იყო”, – აცხადებს თბილისის მერი.

კალაძემ ასევე ყოფილი თანაგუნდელები გახსენა:

გატუზოს და პირლოსთან ბევრი სახალისო ისტორია მახსოვს.

პაოლო მალდინი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. ახლა ძალიან კარგ ადგილას მუშაობს და ვუსურვებ დიდი გუნდის აშენებას.

შევჩენკო ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. ასეთები არიან ასევე მალდინი, ნესტა, რივალდო, ინძაგი, რუი კოშტა, რონალდინიო.

ყველაზე ძალიან გვიჭირდა თამაში ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც არიან იბრა, ვიერი და რონალდო“, – კალაძის სიტყვებს ციტირებს Avvenire.

 

 

 

 

სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა