კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა კალაძე: ” მსოფლიო ვარსკვლავებს ბათუმის ახალ სტადიონზე ჩამოვიყვანთ” (ვიდეო)

კახა კალაძის კომენტარი ახალი სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით

Image source: gff.ge

 

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა და ოფიციალურად გაიხსნა. არენა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

 

 

 

წყარო – gff.ge, კახა კალაძე

 

 

 

 

 

ოფიციალურად: ბათუმის ულამაზესი სტადიონი გაიხსნა