კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა კალაძე “მილანის” 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა (ფოტო)

Image source: Getty Images

 

რუსულმა გამოცემა Sports.ru-მ “მილანის21 საუკუნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელებთან ერთად კახა კალაძეც დაასახელა.

თბილისის მოქმედ მერთან ერთად “მილანის21-ე საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ შევჩენკო, ინძაგი, კაკა, გატუზო, ზეედორფი, პირლო, მალდინი, ნესტა, კაფუ და დიდა.

შეგახსენებთ, რომ კალაძე “მილანის” ღირსებას 2001-2010 წლებში იცავდა. ამ კლუბთან ერთად მან სერია ა, იტალიის თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), უეფა-ს სუპერთასი (ორჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

წყარო – Sports.ru

Marca: “გიორგი პაპუნაშვილმა “სარაგოსაში” იმედები არ გაამართლა. მას MLS-ის ვარიანტი აქვს”