კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა კალაძე: “მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს!”

კახა კალაძის პოსტი "ლანჩხუთის" გამარჯვების შემდეგ

Image source: Getty Images

 

2019 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონი “ლანჩხუთი” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ამ ისტორიულ გამარჯვებას ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

“ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში. სასიხარულო ამბავი. მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.
ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს ! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!”, – წერს კალაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლანჩხუთელებმა სტუმრად რუმინული კლუჟის “ოლიმპია” ანგარიშით – 1:0 დაამარცხეს.

 

 

 

წყარო – Kakha Kaladze

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ”