კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა კალაძე: “ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებული შევხვდებით” (ვიდეო)

Image source: gbf.ge

კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს გამოეხმაურა:

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რომ ეს ჩემპიონატი მათ ქვეყანაში ჩატარებულიყო, თუმცა საქართველომ გაიმარჯვა.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო და ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ამ ღონისძიებას მომზადებული შევხვდებით – ყოველმხრივ გამართული ინფრასტრუქტურით ქალაქი მზად იქნება.

ღონისძიების გამართვაზე ისეთ ქვეყნებს ჰქონდა სურვილი და პრეტენზია, როგორიცაა ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, სლოვენია და ამ ქვეყნებს შორის შეირჩა საქართველო, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ძალიან სასიხარულოა და აქაც თითოეული თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ მნიშვნელოვან ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლოთ”.

წყარო – gbf.ge

ცნობილია როგორი იქნება ახალი საკალათბურთო დარბაზი, რომელიც ევრობასკეტს უმასპინძლებს (ვიდეო)

 

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს კალათბურთში საქართველო უმასპინძლებს! (ვიდეო)