კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა კახაბრიშვილი: “ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის და განვითარებისთვის, სწორი ნაბიჯი გადავდგი”

კახა კახაბრიშვილის ინტერვიუ ლოკოსთან

Image source: FC Locomotive Tbilisi ფეისბუქ გვერდი

 

თბილისის “ლოკომოტივის” ახალწვეულმა – კახა კახაბრიშვილმა, გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. 27 წლის ნახევარმცველი, თბილისურ კლუბში საჩხერის “ჩიხურადან” ეროვნული ლიგის მორიგი სეზონის დასრულების შემდეგ გადმოვიდა.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, კახამ კლუბს ვებ-გვერდისთვის მცირე ინტერვიუ მისცა და პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:

“ძალიან მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ “ლოკომოტივში” მოვხვდი. გამორჩეული და მებრძოლი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის და განვითარებისთვის, სწორი ნაბიჯი გადავდგი.

– რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ლოკომოტივში გადმოსვლა გადაგაწყვეტინა?

– გულახდილად გეტყვით, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი. მინდოდა მასთან მუშაობა. რა თქმა უნდა, გასულ სეზონში, “ლოკო” გამორჩეული იყო ევროთასებზე მოასპარეზე გუნდებს შორის და ჩემს გადაწყვეტილებაზე, ამანაც დიდი გავლენა იქონია. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ბიჭებს ეროვნული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში და წელს, ევროტურნირზე ვერ ვითამაშებთ.

– როგორ ფიქრობ, რა ამბიცია შეიძლება ჰქონდეს ლოკომოტივს ახალ სეზონში?

– მხოლოდ უმაღლესი მიზნები. “ლოკომოტივი” ამბიციური გუნდია და პირველ შეხვედრაზე, სწორედ, ამაზე ვისაუბრეთ მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა; მინიმუმ – სამეული. ჩემი აზრით, ამ გუნდს ეს შეუძლია. მე კი, ბოლომდე დავიხარჯები, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო” , – განაცხადა კახაბრიშვილმა.

აღვნიშნოთ, რომ კახაბრიშვილმა ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში “ჩიხურას” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკაეთა.

 

 

წყარო – fcloco.ge

 

 

 

 

 

 

ოფიციალურად: “თელავმა” 7 ფეხბურთელი დაიმატა