კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კახა ჩხეტიანიმა “ტორპედოს” მიმართ “აინტრახტის” აქციონერების ინტერესებზე ისაუბრა

Image source: F.C. Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი. კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ მას “აინტრახტის” აქციონერები დაუკავშირდნენ და დაინტერესებულნი არიან ასევე ქუთაისური კლუბით.

წარმოგიდგენთ განცხადებას სრულად:

კახა ჩხეტიანი: “გერმანული “აინტრახტის” აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან – “ტორპედოს” გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში “აინტრახტის” აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ…’

თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება.”

წყარო – F.C. Torpedo Kutaisi

 

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ნუგზარ წურწუმია წარმოადგინა