კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა ჩხეტიანი: “სეზონის დასრულებამდე არაფერს ველოდებით”

Image source: Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „დინამო თბილისთან“ მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

„ვფიქრობ, წაგების ღირსნი არ ვიყავით შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე. არ ვაკნინებ „დინამოს“ თამაშს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ბიჭებს შესწვეთ ძალა, რომ პრობლემებს ავცდეთ, სამი ტური დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ. სეზონის დასრულებამდე არავინ არაფერს ელოდება, ფეხბურთელებმაც იციან, მაგრამ თუ რაიმე სასიკეთოდ გაირკვევა, ეს სტიმული და მოტივაცია იქნება ბიჭებისთვის“ – თქვა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში 40 ქულით მე-7 ადგილზეა.

 

PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება