კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

კახა ჩხეტიანი: “ქუთაისში დაბრუნება ძალიან ემოციური იყო”

კახა ჩხეტიანის კომენტარი ტორპედოსთან მატჩის შემდეგ

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „ტორპედოსთან“ უგოლო ფრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა.

„ფრე ლოგიკური შედეგი იყო, შეგვეძლო გამარჯვებაც და წაგებაც. ერთადერთი, რაც გვაკლდა სიცოცხლე გვაკლდა, ცოტა ვერ ვიყავით ისე, როგორც წინა თამაშებში იგრძნობოდა ძალა. არაუშავს, ყველა თამაშს ნამდვილად ვერ მოვიგებთ. მომდევნო მატჩი გორის „დილასთან“ გვაქვს და მოვემზადებით.

რა თქმა უნდა, ემოციური იყო ქუთაისში დაბრუნება, აქ დაიწყო ჩემი კარიერა და ცოტა სხვანაირად ვგრძნობდი თავს. მადლობა იმ წარსულისთვის ქუთაისელ გულშემატკივრებს და მადლობა ასევე „დინამოს“ ქომაგებს. წარმატებას ვუსურვებ „ტორპედოს“, ძალიან კარგი გუნდი დააყენეს, ვიცით რა პრობლემებიც იყო. ვფიქრობ, გუნდი ფეხზე დგება და როგორც მწვრთნელების იე, ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. ჩვენც ასევე უნდა გამოვასწოროთ ტურიდან ტურამდე თამაში“ – თქვა ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისს“ 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.

 

წყარო – Erovnuli Liga Youtube

 

“ტორპედოს” მწვრთნელი: “ჩვენთვის ყველა თამაში ფინალია”