კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“კაისარის” საუკეთესო ბომბარდირმა გუნდი დატოვა

ელგუჯა ლობჯანიძემ კლუბი დატოვა

Image source: FC Kaysar ფეისბუკ გვერდი

 

ყაზახური “კაისარის” 28 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ კლუბი უკვე დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია kazfootball.kz საიტზე გავრცელდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით კი, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს კიზილორდულ კლუბთან ხელშეკრულების ვადა გაუვიდა და ყაზახეთის ჩემპიონატიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ამავე მიზეზით კლუბი კიდევ 6 ფეხბურთელმა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ლობჯანიძე “კაისარში” მიმდინარე წლის იანვარში “ტარაზიდან” გადავიდა. ელგუჯამ ამ კლუბის მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

 

 

წყარო – kazfootball.kz

 

 

 

 

 

ლევან მაისაშვილი: “მნიშვნელოვანია ჩვენ რას გავაკეთბთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს”